пятница, 23 октября 2015 г.

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


„ვეცნობით კლოდ მონეს ხელოვნებას”
პედაგოგები
ქეთევან ჩადუნელი, ნონა ოდიშვილი
რაიონი / ქალაქი
ქ. რუსთავი
სკოლა
23- საჯარო
დონე / კლასი
დაწყებითი და საბაზო  საფეხური,       მე-6 / მე-10 კლასები
ინტეგრირებული საგანები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,რუსული ენა
პროექტის სახელწოდება
„ვეცნობით კლოდ მონეს ხელოვნებას“
პროექტის დასაწყისი
2015 წლის 25 იანვარი
პროექტის დასასრული
2015 წლის 10 თებერვალი
პროექტის მიზანი
თეორიული ცოდნა:  მოსწავლეები შეძლებენ  მონეს ხელოვნების შესწავლა-გაანალიზებას. მასთან კავშირში იმპრესიონისტული ხელოვნების თავისებურებებისა და არსის აღქმას. ინფორმაციის მოძიებასა და თარგმნას არაქართულენოვანი მასალის დახმარებით.
პრაქტიკული უნარ-ჩვევები:  მოსწავლეები შეძლებენ
         ინფორმაციის მოძიებას,  დამუშავებას, თარგმნასა და თემატურად დალაგებას.
         ურთიერთთანამშრომლობას.
         მუშაობის პროცესში ისტ-საშუალებების გამოყენებას.
პრეზენტაციის მომზადებას და გამართვას.
პროექტის მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი (კალენდარული გეგმა)
1. პროექტის შინაარსის და ვადების გაცნობა
2015 წლის 25 იანვარი
2. კონკრეტული დავალებების მიცემა და ფუნქციების გადანაწილება. ( მეათე კლასის მოსწავლეები იწყებენ მუშაობას კონკრეტული მასალის თარგმნაზე / Уроки тётушки Совы -клод моне ./ მეექვსე კლასის მოსწავლეები მოიძიებენ კლოდ მონეს ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველ მასალას)
25 ნოემბერი
3. ჯგუფების ეტაპობრივი შემოწმება, დამატებითი
მითითებების და რჩევების მიცემა
5-6-10-15-20 დეკემბერი
4. პრეზენტაციის გამართვა.
25დეკემბერი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი




















ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმოს  და  შეასრულოს  სხვადასხვა სახის სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
  • განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
  • ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
  • ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
  • ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
  • ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
ს.გ. VIII.7.    მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;
  • აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
  • მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;
  • მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის კოლორიტზე;
  • ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ ნიშნებს;
  • ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს, საუბრობს რომელი უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ აძლევს მას უპირატესობას.


შედეგის.გ.VIII.11.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების  ნიმუში.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები განხორციელებული პროექტის შემდეგ შეძლებენ იმპრესიონისტებისა და კონკრეტულად მონეს ხელოვნების უკეთ გაცნობას.გაიაზრებენ თარგმანის ტექნიკურ მხარეს . გაიღრმავებენ ლექსიკას.
გააცნობიერებენ  მეცნიერების სხვადასხვა დარგებს შორის კავშირებს. გაიაზრებენ სამეცნიერო მიწევების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელოვნებას. იმსჯელებენ მათ თავისებურებებზე.
მოამზადებენ სლაიდ შოუს და გამართავენ პრეზენტაციას
საჭირო რესურსები
 სახელმძღვანელო
 ფოტო და ვიდეო მასალა
 კომპიუტერი
 პროექტორი
 თაბახის ფურცლები
 მარკერები
საგნობრივ ჯგუფთან კავშირი
ისტ-ი, ხელოვნება, რუსული ენა

პრეზენტაცია
პრეზენტაციაზე თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საპრეზენტაციოდ მომზადებული მასალა, რომელსაც ერთვოდა ჯგუფის წევრების მიერ მომზადებული ზეპირი საინფორმაციო და ახსნა-განმარტებითი მასალა. პრეზენტაციის ბოლო ეტაპზე მოსწავლეები პასუხობდნენ თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეფასება
მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ შეფასების სქემას :





    პრეზენტაციის შეფასების სქემა
შედეგები
3-5
6-7
8-10
შესავალი
ვერ იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
მოწოდებულია საინტერესოდ და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტულია, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
თემის გასაგებად წარმოდგენა
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასგებია, მაგრამ ითხოვს დამატებით განმარტებებს
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია
ლოგიკურობა
ზოგჯერ არათანმიმდევრულია,აკლია ლოგიკურობა
ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია
ლოგიკური, თანმიმდევრული და კარგად ჩამოყალიბებულია
დასკვნები
დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ ხდება
ლოგიკური და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას



F:\თემო\ფოტოები\IMG_20141117_132520.jpg





F:\თემო\ფოტოები\IMG_20141117_131935.jpg





F:\თემო\ფოტოები\IMG_20141117_131739.jpg


















пятница, 16 октября 2015 г.

შემაჯამებელი სამუშაოების განრიგი (I სემ)

26 ოქტომბერი; 30 ნოემბერი    5-გ

26 ოქტომბერი ; 30 ნოემბერი   6-ა;6-დ 

28 ოქტომბერი;2 დეკემბერი    7-ბ.

26 ოქტომბერი;30 ნოემბერი     7-გ

28 ოქტომბერი;2 დეკემბერი    10-ბ

28 ოქტომბერი;2 დეკემბერი     11-ა

28 ოქტომბერი ;2 დეკემბერი    11-ბ

понедельник, 12 октября 2015 г.


შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ჩვენი დროის გმირები
სწავლების საფეხური
საშუალო,10 კლასი(რუსული ენა)
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
1.      მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე გმირებს.
2.      ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1.მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას რუსულ ენაზე აღნიშნულ თემაზე. 2.მოისმენენ უცხო ტექსტ.
3.დასვამენ შეკითხვებს,უპასუხებენ..
წინასწარი ცოდნა
დაასახელონ  წარსული დროის გმირები.რა არის გმირობა მათი შეხედულებით.
შეფასების საგანი და პროცედურები
რუსული ენა,მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
1.საორგანიზაციო საკითხები 2წთ.
2.მასწავლებელი ამბობს გაკვეთილის თემას და სთხოვს მოსწავლეებს მარტივი ლექსიკური ერთეულებით განმარტონ რა არის გმირობა მათი გადასახედიდან 5წთ.3.სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ წარსული დროის გმირები და რომელმა რა გმირობით დაგვამახსოვრა თავი 8წთ.4.შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ჩვენი დროის გმირები 5წთ.5.მასწავლებელი თავად აკეთებს სლაიდ შოუს საშუალებით აღნიშნული თემის პრეზენტაციას და საუბრობს გმირობაზე 20წთ.6.მოსწავლეებს ა
ფასებს მომზადებული შეფასების რუბრიკით 3წთ.7.აძლევს დავალებას თავად მოამზადონ პრეზენტაცია ამ თემაზე 2წთ.